„საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ – სიმონიანი მდინარაძის განცხადებაზე

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლებას. ამჯერად მისი მოწონება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებამ დაიმსახურა.
მდინარაძემ, „ლელოს“ კანონპროექტზე [რომელიც სანქციებისთვის მიერთებასა და ს მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა] საუბრისას, არ დაუჭირა მხარი ს საწინააღმდეგო სანქციებისთვის საქართველოს მიერთებას – მისი თქმით, ეს „თავის მოტყუებაა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია. „გიჟები ხომ არ ვართ ეს გავაკეთოთ?!“, – იკითხა მან.
სიმონიანმა თავის ტელეგრამ-არხში მდინარაძის ეს განცხადება გააზიარა და „გასაოცრად ადეკვატურად“ შეაფასა საქართველოს ქცევა. პროპაგანდისტმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ იმავენაირად სომხეთიც იქცეოდეს – აქამდე მოსკოვის მოკავშირე, რომელთანაც რუსეთს, ბოლო დროს, ურთიერთობები დაეძაბა. სიმონიანი პირველად არ ადარებს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების პოზიციებს.
სიმონიანის გარდა, საქართველოს პოზიციას ხშირად აქებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი