“საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა!”- დეა მეტრეველი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს და პანკისში გარეული ცხოველების უკანონო შემოყვანის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.

“მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა. შემოჰყავთ ბოკვერები, ამყოფებენ შეუსაბამო პირობებში და ეღუპებათ. ეს ბიჭი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პანკისშია. სოც ქსელებში ავრცელებს მსგავს ფოტო და ვიდეო მასალას და არც ერთ უწყებას არ აქვს რეაგირება. სავარაუდოდ ვეფხვის ეს ბოკვერი დაიღუპა – თბილისის ზოოპარკში უნდოდათ მიეყვანათ მძიმე მდომარეობაში რამდენიმე დღის წინ. ცხოველთა უფლებადამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული და არავინ აქცევს ამ პრობლემას ყურადღებას! – აცხადებს მედეა მეტრეველი და სოციალურ ქსელში, პანკისში გადაღებულ კადრს აზიარებს, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი ვეფხვის ბოკვერთან ერთად არის აღბეჭდილი. მეტრეველი ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანოზაციებთან ერთად, მედიას ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს.