საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის. რაც ქვეყანაში ხდება, განპირობებულია გარე ფაქტორებით

საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის. რაც ქვეყანაში ხდება, განპირობებულია გარე ფაქტორებით
საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის, ის, რაც შიგნით ხდება განპირობებულია გარე ფაქტორებით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატებისთვის საქართველო, როგორც თავისთავადი ღირებულება, არ არსებობს და ქვეყანას მხოლოდ ფარდობითი ღირებულება აქვს.
„საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის. ის, რაც შიგნით ხდება განპირობებულია გარე ფაქტორებით. ფინანსური ნაკადები იქნება ეს, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს ნათლად ჩანს და არც არავინ მალავს ამას. უბედურება ისაა, რომ მივეჩვიეთ, ჩვეულებრივად მიგვაჩნია ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და მიტინგზე დადგნენ, შემდეგ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დადგა მიტინგზე. ამ ადამიანებისთვის საქართველო როგორც თავისთავადი ღირებულება არ არსებობს, ის არსებობს ევროპასთან მიმართებით, ფარდობითი ღირებულება აქვს. ე.ი. იმ შემთხვევაში თუ ევროპაში არ მივდივართ ეს ღალატია, ოღონდ რისი ღალატია?!“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ