საქართველო არ მიიწვიეს EU-ის სამიტზე, სადაც თურქეთი და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა იმყოფებოდა

საქართველო არ მიიწვიეს პოლონეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ სამიტზე.
ამ შეხვედრაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართა, ყველა სხვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იყო მიწვეული, მათ შორის თურქეთი. მეტიც სამიტს ესწრებოდა კოსოვო, რომელიც საერთოდ არაა კანდიდატი ქვეყანა, თუმცა EU-ის პოტენციურ წევრად მოიაზრება. კოსოვოს დამოუკიდებლობას ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ აღიარებს.
ზემოხსენებული სამიტი ორდღიანი იყო და ევროკავშირის პრეზიდენტ ქვეყანაში, პოლონეთში 7 და 8 მაისს გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა სამიტში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და პოტენციური კანდიდატებიც:
· ალბანეთი,
· ბოსნია და ჰერცეგოვინა,
· მონტენეგრო,
· ჩრდილოეთ მაკედონია,
· მოლდოვა,
· სერბეთი,
· თურქეთი,
· ,
· კოსოვო.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ მიეწვიათ არაფორმალურ სამიტზე, “უსამართლო” უწოდა.
საქართველომ 2023 წელს მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუმცა ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შეაბრუნა და დაამტკიცა რუსული კანონი, რამაც კიდევ ერთხელ დაძაბა ურთიერთობები ევროკავშირთან. ამის შემდეგ საქართველოსთან მოლაპარაკებები აღარ გაიხსნა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი ეტაპია. 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული სტრუქტურებიდან კრიტიკის ფონზე მ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს 4 წლით, რასაც საპროტესტო აქციები, დარბევები და პოლიტპატიმრების დაკავებები მოჰყვა ისე, რომ არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა.
· EU გმობს დან სოხუმში რეგულარული, კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებას
· ზახაროვა 2030 წლისთვის საქართველოს EU-ში გაწევრიანების მზაობას გამოეხმაურა
· ცნობილია გერმანიის ახალი მთავრობას პოზიცია საქართველოს EU-ში მიღებაზე