საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს იწყებენ უცხოეთში – ფორბსი

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ს მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს აფუძნებენ უცხოეთში – წერს „ფორბსის“ რუსული გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ქვეყნებს.
თავის მასალაში რუსული „ფორბსი“ ეყრდნობა კომპანია „ფინიონის“ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023-ში საქართველოში არა ნაკლებ 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, ყაზახეთში 6100, სომხეთსა და ჩერნოგორიაში კი 3400-3400.
„მიზეზები საქართველოში კომპანიების ესოდენ მასობრივად გახსნისთვის რამდენიმეა: გარდა უშუალოდ სტატისტიკურისა, ანუ ამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების აქტიური ჩასვლის, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ინდმეწარმე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია, არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ 100 000 ლარის ბრუნვას არ მიაღწევს. გარდა ამისა, საქართველოში რუსებსა და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს-საქმიანობისთვის“, – ამბობს კომპანიის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად 2022 წლიდან შემოვიდნენ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო. ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მათგანი იმყოფება ქვეყანაში, -მ ბოლოს 2022-ის ოქტომბერში გამოაქვეყნა. ამასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებმა მრავლად გახსნეს სხვადასხვა ბიზნესი, რაზეც „ნეტგაზეთიც“ წერდა:
· რატომ და ვისთვის ხსნიან რუსეთის მოქალაქეები ახალ სივრცეებს თბილისში

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან