საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით

საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით
საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან.
„საქართველო პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება.
მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატულ კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია