საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული ქვეყნის კონსტიტუციით

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული ქვეყნის კონსტიტუციით, გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შესაბამისი უფლებების რეალიზებისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემაში – “აქტუალური თემა” ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც COP29-ის კონფერენციას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონფერენციის თემა – კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის. მისივე განცხადებით, ბაქოში ვიზიტისას შესაძლებლობა ჰქონდა განეხილა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები არაერთ ლიდერთან.
„გახსოვთ არაერთი მძიმე სტიქიური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებებთან და იმ ზოგად ტენდენციებთან, რომელიც ეკოლოგიური კუთხით შეინიშნება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა არის მაღალმთიანი და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტია ჩვენი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შესაბამისი ნეგატიური ცვლილებების თავიდან არიდებისთვის. ჩვენ მიერთებული ვართ სხვადასხვა დოკუმენტსა და ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი ცვლილებების უზრუნველყოფას. გვაქვს კონკრეტული გრძელვადიანი, მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნები, რაც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზავნილები გავუზიარეთ პარტნიორებს.
საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით და გარდა ამისა, გვაქვს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შესაბამისი უფლებების რეალიზებისკენ. რაც შეეხება COP29-ის მაღალი დონის კონფერენციას, რომელიც ბაქოში გაიმართა, ბუნებრივია, პოლიტიკური კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი, საინტერესო. ასეთი ფორმატი გაძლევს საშუალებას, რომ ათეულობით ლიდერს გაესაუბრო სხვადასხვა ფორმატში ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. მქონდა არაჩვეულებრივი, ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ილჰამ ალიევთან და გარდა ამისა, არაერთ ლიდერთან მქონდა შეხვედრის, გასაუბრების საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც ეს კონფერენცია,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ