საქართველოში Yandex Go-ს აპლიკაციაში სპეციალური შესაძლებლობების ფანჯარა გამოჩნდა

საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც „Yandex Go-ს“ სერვისი ფუნქციონირებს, მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სატესტო რეჟიმში ხელმისაწვდომი გახდა სპეციალური ოფციები:
დამეხმარეთ მანქანის პოვნაში;
ვურთიერთობ მხოლოდ ტექსტით;
არ ვსაუბრობ, მაგრამ მესმის;
ვიქნები შშმ პირთა ეტლით.
სპეციალური ოფციები „Yandex Go-ს“ აპლიკაციაში, ცალკე ფანჯარაშია თავმოყრილი. მათი არჩევა შესაძლებელია ნებისმიერი ტარიფით მგზავრობისას. მძღოლების დასახმარებლად, აღნიშნულ სერვისს თან ახლავს პრაქტიკული რეკომენდაციები. ოფციები ბაზრის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ეს რეკომენდაციებს მძღოლებისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის, რათა შემცირდეს გაუგებრობების რისკი შეკვეთისას და მგზავრობისას.
მძღოლს, რომელმაც შეკვეთა აიღო, აპლიკაცია უკარნახებს, რა გააკეთოს მგზავრობის დროს სპეციალური შესაძლებლობებით სარგებლობისას, მაგალითად:
„დამეხმარეთ მანქანის პოვნაში“ – მძღოლს მგზავრობის ბარათში გამოუჩნდება კომენტარი, რომ მომხმარებელს მანქანის პოვნაში, მასთან მისვლასა და ჩაჯდომაში უნდა დაეხმაროს.
„ვურთიერთობ მხოლოდ ტექსტით“ – თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, ხმის გამოყენებით ისაუბროს, ყველაფრის დაზუსტება მძღოლს ჩატის საშუალებით მოეთხოვება.
„არ ვსაუბრობ, მაგრამ მესმის“ – მღოლი მიიღებს კომენტარს, რომ მის შეკითხვას მომხმარებელი გაიგონებს, მაგრამ უპასუხებს ან ჟესტებით, ან წერილობით.
„ვიქნები შშმ პირთა ეტლით“ – თუ მომხმარებელი ამ ოფციას აირჩევს, მძღოლს გამოუჩნდება კომენტარი: „ვიქნები შშმ პირთა ეტლით, მჭირდება დახმარება ავტომობილში ჩასაჯდომად და ცარიელი საბარგული“.
თუკი მძღოლი ხვდება, რომ რაიმე მიზეზის გამო, ის ვერ შეძლებს სპეციალური ოფციების მქონე შეკვეთის შესრულებას, მას შეუძლია, უარი თქვას ამ შეკვეთაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში