საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალური ოდისეა 10 მაისს იწყება.
Starring Georgia – ს კამპანიის მთავარი მიზანია ქართველი ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში საყვარელი მუსიკოსების მოსმენა შეძლონ და ასევე, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Imagine Dragons “, „The Killers“, „Bruno Mars“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება