საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა

Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად.

25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში საუბარი იყო “ოლიგარქიულ მმართველობაზე”, “აგენტების კანონზე”, საკონსტიტუციო ცვლილებაზე – “ანტი-ლგბტ კანონზე”, “ოფშორების კანონსა” და “ძალადობრივ რეპრესიებზე”. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს “სისასტიკით პასუხობს.

3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომელებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებში. ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)