საქართველოში, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე, 60 ავიაკომპანია 110 მიმართულებით იფრენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ცაზე 60 ავიაკომპანია იფრენს, რომლებიც მგზავრებს 110-ზე მეტ მიმართულებაზე მოემსახურებიან. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია წარმოდგენილი.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონის პიკს საქართველოს აეროპორტები კვირაში დაახლოებით 735-740 რეგულარულ ავიარეისს უმასპინძლებენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.
ახლახანს, ავიაკომპანიების ჩამონათვალს შეემატა ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airlines , easyJet , Transavia France და Edelweiss Air და ქართველ მოგზაურებს მიეცათ საშუალება პირდაპირი რეისებით ეწვიონ ციურიცხს, ფორლის, ლონდონს, მილანს, ჟენევას და პარიზს.
პოპულარული მიმართულებები ქუთაისის , თბილისის და ს აეროპორტი -დან: ვენა, , ბუდაპეშტი, ბერლინი, მილანი, პარიზი, ლონდონი, რიგა, ლარნაკა, ამსტერდამი, ბარსელონა, ანტალია, სტამბოლი, თელ-ავივი, აბუ-დაბი, დუბაი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ვარშავა და სხვ.
avia.ge