საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების განვითარების დიდი პოტენციალია – “აჭარისწყალი ჯორჯიას” CEO

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, სატიშ ბჰატის შეფასებით, საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების მიმართულებით დიდი პოტენციალია.
როგორც შუახევის ჰესების კასკადის მფლობელი კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყოს.