“საქართველოში წამოსვლის წინ, ჩემმა უსაყვარლესმა ედუარდმა მითხრა…” – რას წერს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , საქართველოში დაბრუნების დეტალებს იხსენებს.

“სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს იმისთვის, რომ არ ჩავაბარე ქვეყანა, არ მოვიხადე ბოდიში, ყოველთვის ვიყავი ხალხის მხარეს.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას ვისაც მთელი ეს დრო არ ვავიწყდები ვინც საქართველოს, უკრაინის და მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავს სოლიდარობას და აქტიურად იბრძვის ჩემი გათავისუფლებისთვის. თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა და გამაძლებინა მოწამლისთვის, სიკვდილის თვალებში ჩახედვის მიუხედავად მაინც მყარად ვდგავარ და ვაგრძელებ ბრძოლას.

აქ წამოსვლის წინ შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ედუარდს და მან მითხრა რომც არ წახვიდე საქართველოში, ქვეყანა მაინც გააგრძელებს არსებობასო. მე ვუპასუხე რომ საქართველო სწრაფად მიექანება დაშლისკენ და განადგურებისკენ და მე ჩემს ხალხს ვერ მივატოვებდი.

უზარმაზარი საფრთხის წინაშე სამწუხაროდ მე აღმოვჩნდი მართალი და საქართველო მართლაც სასიკვდილო საფრთხეშია ჩავარდნილი. ახლა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის გადარჩენა ჩვენს უკანდაუხევ ბრძოლაშია.

26-ში ჩვენ უნდა დავადეკლარიროთ ჩვენი გადაწყვეტილება და პარალელურად დავიცვათ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვება “ნამესტნიკ” ოლიგარქისა და მისი პატრონი პუტინისგან.

ჩემზე ნუ იდარდებთ – ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ხალხს და ჩემი ბედი მთლიანად მიბმულია ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე. მინდა გავიმეორო ის რაც ვთქვი აქ ჩამოსვლის წინ მიცემულ ინტერვიუში ქართველი ხალხი გაითავისუფლებს თავს და გამათავისუფლებს მეც.”- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია