საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი თითქმის განახევრდა

საქართველოში ცოცხალი რეპტილიების (გველის და კუს ჩათვლით) იმპორტი თითქმის განახევრდა. 2023 წლის 11 თვეში საქართველოში 27.24 ათასი დოლარის 0.6 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 42.34 ათასი დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი 0.86 ტონა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, რეპტილიების მთლიანი იმპორტიდან 81%-ი ჩინეთიდან ხორციელდება. 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში 22.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.56 ტონა რეპტილიების იმპორტი დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში რეპტილიების იმპორტი განხორციელდა ასევე უნგრეთიდან, საიდანაც 4.32 ათასი დოლარის ღირებულების 0.02 ტონა რეპტილიების იმპორტი განხორციელდა. გარდა ამისა, 0.42 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა სინგაპურიდანაც, რომელიც წინა წლებში მთავარი მომწოდებელი იყო.