თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“თავიდანვე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მზია ამაღლობელის სასამართლო საქმეს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩეხეთი დიდი ხანი არის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ჩვენი Transition Promotion Program-ის [ტრანზიციის მხარდაჭერის პროგრამა] მეშვეობით,” – წერს კუბერნატი.
