საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ქართველი მძღოლები გამოწვევაა – რა არ მოსწონთ ტურისტებს?

კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები მთავარ გამოწვევად ტურიზმის სექტორში მომუშავე მძღოლებს ასახელებს. როგორც “რენტო ჯგუფის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ სირაძემ “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, მძღოლების ნაწილის არაკვალიფიციურობა ძალადობას, ყაჩაღობასა და ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს.