საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.
„ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულა“, – დაწერა ტროფიმოვმა „ფეისბუქზე“.
სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადეს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას გეგმავდნენ და ტროფიმოვის გაწვევა დაგეგმილი როტაციის ნაწილი იყო. ამავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ტროფიმოვის მიერ გაწეულ სამუშაოს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიზნით, დადებითად აფასებდნენ.
დიმიტრი ტროფიმოვი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს