საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან – ირაკლი

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოში არის განსხვავებული ვითარება გერმანიისა და საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც კრიზისია.
„სწორედ ამას ვერ ეგუებიან კონკრეტული ჩინოვნიკები ევროკავშირში. სწორედ სტაბილურობა არის ის, რაც მათ ასე ძალიან აღიზიანებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა