პირველადი რეგისტრაციები მიანიშნებს, რომ ტოიოტა ლიდერობას კიდევ უფრო მეტად გაიმტკიცებს საქართველოს საავტომობილო ფლოტში, – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ახალ კვლევაშია აღნიშნული.
„თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ავტოინდუსტრიის 9 თვის მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ფორდი მოკლე ვადაში გადაასწრებს ოპელს და მესამე ადგილს დაიკავებს.
გარდა ამისა, მიმოხილვის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილების ბრენდების მიხედვით საქართველოში ტოიოტას შემდეგ, ყველაზე მეტად გავრცელებულია „მერსედესი“, შემდეგ „ოპელი“, მეოთხე ადგილზე „ფორდია“, ხოლო ხუთეულს BMW ასრულებს.




