საქართველოში ქოქოსის იმპორტი 23%-ით გაიზარდა – რომელია ქოქოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები

FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით, Seasia Stats-ი მსოფლიოში ქოქოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების ათეულს აქვეყნებს. სიის სათავეში ინდონეზიაა. ამ ქვეყანამ 2022-ში 17.2 მლნ ტონა ქოქოსი აწარმოვა, მეორეზეა ფილიპინები, 15 მლნ ტონა ქოქოსის წარმოებით და მესამეზე – ინდოეთი 13.3 მლნ ტონა ქოქოსით. ათეულშია ბრაზილია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, პაპუა-ახალი გვინეა, ბირმა, მექსიკა და ტაილანდი.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქოქოსის საქართველოში იმპორტი 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს საქართველოში $230 000-ის 123 ტონამდე ტონა ქოქოსის კაკალი შემოვიდა, 2022-ში – $235 000-ის 100 ტონამდე.
რაც შეეხება ფასს, გასულ წელს ტონა ქოქოსის ფასი 25%-ით გაიაფდა, $1870 ღირდა ტონა 2023-ში, $2350 – 2022-ში.
2023 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: ვიეტნამი, ინდონეზია და ნიდერლანდები.
საქართველოში ქოქოსის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
ვიეტნამი – $113 000-ის – 70.5 ტონა;
ინდონეზია – $60 000 – 39 ტონა;
ნიდერლანდები – $17 000 – 4.3 ტონა;
– $14 000 – 2 ტონა;
ნიდერლანდები – $5 000 – 1 ტონა.