საქართველოში ფრანგული ბრენდი Kiabi შემოვიდა

საქართველოში ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი Kiabi შემოვიდა, ბენდის პირველი მაღაზია კი 20 აპრილს east point- ში გაიხსნა – ამის შესახებ „კომერსანტს“ east point- ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ უთხრა. მისი თქმით Kiabi საშუალო საფასო კატეგორიაში გადის.
„20 აპრილს საქართველოში ტანსაცმლის ფრანგული ბრედი Kiabi შემოვიდა, ბრენდის პირველი მაღაზია კი east-point- ში გაიხსნა, რაც შეეხება საფასო სეგმენტს ბრენდი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი“ – აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.
Kiabi 1978 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებს და თეთრეულს სთავაზობს. 2005 წლიდან კი Kiabi-ის პროდუქცია მსოფლიოს 26 ქვეყანაში იყიდება, საქართველოში მას ოპერირებას კომპანია GTEX უწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე