საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სებ-ი გლობალური ფინტექ ეკოსისტემის ლიდერ კომპანია Elevandi-სთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Elevandi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის სოპნენდუ მოჰანტის შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს. მხარეები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
„ნათია თურნავასთან შეხვედრისას, სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რეგიონის ფინტექ ჰაბად განხილავს და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება.
Elevandi-ს მხარდაჭერით, საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც საქართველოში არსებულ და პერსპექტიულ ფინტექ კომპანიებს ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. მოეწყობა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს და დარგის ლიდერებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ – ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე