საქართველოში უცხოური ფულით ორგანიზებული პროტესტი მიმდინარეობს – საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ აქციების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად, USAID-ი

საქართველოში უცხოური ფულით ორგანიზებული პროტესტი მიმდინარეობს – საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ აქციების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად, USAID-ი
საქართველოში, უცხოური ფულით ორგანიზებული, მაგრამ „თვითორგანზიებული“ პროტესტი მიმდინარეობს. გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ საქართველოში აქციების ფინანსურ მხარდაჭერას, უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად USAID-ი, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, USAID-მა ან სხვა რომელი ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გრანტი ბუნდოვანი მიზნების მქონე პროექტის ფარგლები დაამტკიცოს, გრანტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი კი არც დამფინანსებელ და არც მიმღებ სუბიექტებს არ აქვთ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს “გამჭვირვალობის კანონის” არსებობის აუცილებლობას. “საქართველოში, უცხოური ფულით ორგანიზებული, მაგრამ „თვითორგანზიებული“ პროტესტი მიმდინარეობს.
გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ საქართველოში აქციების ფინანსურ მხარდაჭერას, უცხოელი დონორები ახორციელებენ, მაგალითად USAID-ი. ამერიკელი ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ USAID-ი საქართველოში სამ მსხვილ პროექტს აფინანსებს (ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი) , რომლის მიზნები და ამოცანები ბუნდოვანია. ვისაც გრანტებთან და პროექტებთან ჰქონია შეხება, ყველა დამეთანხმება, რომ დამფინანსებელი ორგანიზაცია, პროექტის განხორციელების, პროექტის მიზნების და ა.შ.
დეტალურ ანგარიშს ითხოვს ხოლმე, დაფინანსება კი კონკრეტიკის და ბიუროკრატიული პროცესების შემდეგ ხორციელდება, მით უფრო როდესაც საქმე ათეულობით მილიონ დოლარს ეხება, აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოუდგენელია, USAID-მა ან სხვა რომელი ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გრანტი ბუნდოვანი მიზნების მქონე პროექტის ფარგლები დაამტკიცოს. რა თქმა უნდა გრანტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი არც დამფინანსებელ და არც მიმღებ სუბიექტებს არ აქვთ, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ 30 მილიონი დოლარი არა კონკრეტული პრობლემების გადაჭრას, არამედ საქართველოში მიმდინარე აქციების ფინანსურ მხარდაჭერას წარმოადგენს. აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აუცილებელია გამჭვირვალობის კანონის არსებობა, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ქართულ პოლიტიკაში უცხო ძალების ჩარევა, რომელიც არა ეროვნული ინტერესების დაცვას, არამედ კონკრეტული დონორების ინტერესების დაცვისკენ და ქვეყანაში არეულობის მოწყობისკენ არის მიმართული,” – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ე.წ. „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა, იერსახე გაუნადგურა

გამოაშკარავდა 30 მილიონი დოლარის ღირებულების სამი არამომგებიანი გრანტების სია – საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკანასკნელ წლებში სწორედ USAID იქნა მხილებული არამიზნობრივ ხარჯებში, ან რეალური დაფინანსების მიზნებზე აშკარა სიცრუის ტირაჟირებაში

“აღშფოთებული ხალხის,” “გულანთებული მომიტინგეების” და “თვითორგანიზებული” აქციის ნაცვლად სინამდვილეში ვხედავთ, USAID -ს მიერ 30 მილიონად დაფინანსებულ ჩვენი ქვეყნის რყევებისა და რევოლუციურ სცენარებს

ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები, რომელსაც ოპოზიცია თვითორგანიზებული ხალხის პროტესტად ასაღებდა