საქართველოში უკვე 15 რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს – როდის ელოდებიან ექიმები პიკს და რა კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ მათ

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს.
ამ ეტაპზე საქართველოში 15 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი – H1N1-ია. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ადგილების დეფიციტი არ არის.
ექიმები ვირუსის პიკს 2-3 კვირაში ელოდებიან, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას არ აანონსებენ. ამბობენ, რომ გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზრდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით, სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5 წლამდე ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.
ექიმები მოსახლეობას კვლავ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ურჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რეპორტიორების საზღვრის გარეშე”-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება, ასიმეტრიულად, ჯდება “დიპ სტეიტის” დანარჩენი მარიონეტი-ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში

ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა