„ეს გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს, პოპულარობის გაზრდა კი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია“, – წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდება:
· ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება – 15 000 ლარი;
· საერთაშორისო გამოფენები – 6 840 000 ლარი;
· სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება – 500 000 ლარი;
· სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი – 50 000 ლარი;
· სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება – 140 000 ლარი;
· სატრენინგო მომსახურება – 400 000 ლარი;
· სახელოვნებო მომსახურებები – 500 000 ლარი;
· ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება – 80 000 ლარი;
· სარეკლამო კლიპების გადაღება – 800 000 ლარი;
· ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები – 90 000 ლარი;
· კვების მიწოდების მომსახურება – 380 000 ლარი;
· ტვირთის გადაზიდვა – 130 000 ლარი;
· მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში – 1 175 000 ლარი;
· მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები – 597 600 ლარი;
· სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები – 1 767 500 ლარი;
· სუვენირები – 300 000 ლარი;
· ფოტოები – 50 000 ლარი.
საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 30 285 720 ლარი;
ფოტომომსახურებები – 150 000 ლარი.
ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დაიდება.
ფორუმი




