საქართველოში სახდეპის ანტი-კორუფციის კოორდინატორი ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
სახდეპის ცნობით, ნეფიუ – კოორდინატორი გლობალური ანტი-კორუფციის საკითხებში, – განიხილავს კორუფციასთან ბრძოლის მიმდინარეობას და მხარეებთან ერთად, თანამშრომლობის გაფართოების სფეროების განვრცობას.
ნეფიუ შეხვედრებსაც გამართავს, საქართველოში – ხელისუფლების, ანტი-კორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სომხეთში კი მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში მთავრობის, სამართალდამცავი უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს