საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება , ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე თანაბარია, არის უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და არ მოქმედებს საელჩო, სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება

საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება , ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე თანაბარია, არის უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და არ მოქმედებს საელჩო, სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება
არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების შეფასება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შეუთავსებელია და ხმის უფლების ჩამორთმევასთან არის გაიგივებული, არის აბსურდი.
„სამართლებრივად ეს არის აბსურდი და არ შეიძლება, კომპეტენტურმა იურისტმა ასეთი რამ თქვას. არ ვიცი, ამას იურისტები ამბობენ თუ არაიურისტები, მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, მათ შორის, საქმე ეხება ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი დიასპორა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით.
სამართლებრივ მხარეს რომ შევეხოთ, აქ, სწორედ რომ სამართლებრივი არგუმენტებიც მეტყველებს ჩვენი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ყველგან უნდა იყოს თანასწორობა უზრუნველყოფილი. მაგალითად, საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე არის თანაბარი საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დიასპორას, მაგალითად დიასპორის ნახევარი, დაახლოებით, ცხოვრობს ს ფედერაციაში და მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის ნახევარი ცხოვრობს ს ფედერაციაში. არის ასევე უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და სადაც არ მოქმედებს ასევე საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და შესაბამისად, იქ შეუძლებელია დიასპორისთვის ხმის მიცემა. სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ