საქართველოში, სადაც საჯარო სექტორში უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტია, პრობლემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს არასამთავრობოებთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტთან მიმართებაში, რომ მინიმალური სტანდარტი დაინერგოს

საქართველოში, სადაც საჯარო სექტორში უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტია, პრობლემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს არასამთავრობოებთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტთან მიმართებაში, რომ მინიმალური სტანდარტი დაინერგოს
„საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკაში ჩართული პოლიტიკური სუბიექტები, პოლიტიკოსები, ბიუჯეტის გამჭვირვალობა თუ ნებისმიერი საჯარო რესურსის ხელმისაწვდომობა. მაგრამ, სამწუხაროდ, არის სფერო, სადაც არანაირი სტანდარტი არსებობს, რომელიც უზრუნვეყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება პოზიციებს, რომელიც უშუალოდ ორგანიზაცია ევროკავშირსა და ინდივიდუალურ სახელმწიფოებშია. ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც გამჭვირვალეობის მინიმალურ სტანდარტს უზრუნველყოფს:
„ევროკავშირი მუშაობს იმ დირექტივაზე, რომელიც დაავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ კონკრეტული მექანიზმები, რომელიც გამჭვირვალობის სტანდარტს უზრუნველყოფს. ვინც კი ერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გავლენა აქვს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, მათთვის აუცილებელია მინიმალური სტანდარტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეს არის დემოკრატიული პროცესი, ეს აჯანსაღებს პროცესს და ეს აძლიერებს სახელმწიფოს“. – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს