საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

20:00 საათზე საქართველოში დაიხურა 26 ოქტომბრის საპარლამენტო სთვის გახსნილი უბნები. ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ, ხმის მიცემას შეძლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. ცნობილი გახდება ამომრჩეველთა აქტივობაც.
17:00 საათისთვის აქტივობა 50.6% იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა მისცა 1 768 816-მა ამომრჩეველმა. წინა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის აქტივობა 45.77% იყო.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18-მა საარჩევნო სუბიექტმა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეებმა პარლამენტის 150 დეპუტატი მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩიეს.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა ხმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 3 508 294 ამომრჩეველი. მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა შეეძლო 3 113 747-ს.
არჩევნებისთვის 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათგან 67 საზღვარგარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“