“საქართველოში რუსეთმა ძალადობრივი დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა” – ევროპარლამენტარი

„კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ათასობით ქართველი გავიდა ქუჩებში ევროკავშირის დროშებით ხელში, რათა გააპროტესტოს ს შედეგები, ადასტურებს იმას, თუ რამდენად დაკავშირებულია საქართველო და მისი ხალხი ევროინტეგრაციასთან. სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ მიეცათ საკუთარი ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა არჩევნების დღეს. და მეტიც, იყო ძალადობრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც აწარმოა რუსეთმა. ამასთან, კანონები, რომლებიც ცალსახად არის შთაგონებული სგან, როგორებიცაა „კანონი უცხოური გავლენის შესახებ“ ან „ოჯახის ღირებულებების დაცვის შესახებ“, ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, იმ გზისგან, რომელიც საქართველომ შარშან დაიწყო. ამ ჩარევასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილური და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პროევროპულია, თუ გადავხედავთ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებებს. ახალგაზრდები ევროკავშირს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივად, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად განიხილავენ. ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ საქართველოს მოქალაქეთა ეს მისწრაფებები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ცხოვრება კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯორჯო გორიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა