2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში ნაბეჭდი წიგნების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ ამ პერიოდში 3.8 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები, ფურცლები და ანალოგიური ნაბეჭდი მასალა შემოვიდა. იმპორტის ღირებულება წლიურად 15%-ით, გაიზარდა, გასული წლის 6 თვეში ქვეყანაში 3.3 მლნ ლარის პროდუქცია შემოვიდა.
ამ პერიოდში წიგნები ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთიდან შემოვიდა და მაჩვენებელმა 1.9 მლნ დოლარს გადააჭარბა (გასულ წელს 1.6 მლნ დოლარი იყო). მეორე ადგილზე პოლონეთია, რომლის მაჩვენებელიც შარშანდელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და დაახლოებით 380 000 დოლარი შეადგინა. მესამეზე კი გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც წელს 343 900 დოლარის წიგნი შემოვიდა, გასული წლის 6 თვეში კი მხოლოდ 111 510 დოლარი შეადგინა.
შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა რუსეთიდან წიგნების იმპორტის მაჩვენებელმაც, რომელმაც წელს რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. 2024 წლის 6 თვეში რუსეთიდან თითქმის 173 000 დოლარის ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები, ფურცლები და ანალოგიური ნაბეჭდი მასალა შემოვიდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 75 000 დოლარამდე იყო.
TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით: