„საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაახლოებით 80% – 10 წელზე მეტი, 15% – 5-დან 10 წლამდე წლოვანებისაა. ავტომობილებიდან 3.2%-ია 2-დან 5 წლამდე, 2% კი 2 წლამდე წლოვანებისაა.
2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული იყო:
10 წელზე მეტი წლოვანების – 1 541 196 ავტომობილი;
5-10 წლამდე – 265 041 ავტომობილი;
2-5 წლამდე – 61 335 ავტომობილი;
2 წლის ან ნაკლები წლოვანების – 39 995 ავტომობილი.
დაუდგენელი წლოვანების – 7 341 ავტომობილი




