საქართველოში ოქრო გაძვირდა

საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის რეკორდულად გაზრდის ფონზე, საქართველოში ოქრო ძვირდება. “ოქროს ბირჟაზე” ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან
“ჩაბარების ფასი თუ 100 ლარიდან 102 ლარამდე იყო, ახლა 102-დან 105 ლარამდეა. ნივთების ღირებულება 130 ლარიდან 150 ლარის ჩათვლითაა. ყველა სახის ოქროა გაძვირებულია და გაძვირების მოლოდინი არის. ჩემი აზრით, 115-დან 120 ლარამდე გაძვირდება”, – განაცხადა ბრილიანტისა და ოქროს ექსპერტ – შემფასებელმა, გულიკო მორჩილაძემ.
“გალტ ენდ თაგარტის” ანგარიშით, მსოფლიოში მიმდინარე ომები და უმეტეს ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნები ოქროს ფასზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ინვესტორები გეოპოლიტიკურ რისკებს აჰეჯირებენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი 2023 წელს -ს რეგიონული ბანკების კრიზისი იყო, როცა სამი პატარა და საშუალო ზომის ბანკი გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ბანკების აქციების კლება, ხოლო ოქროზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. აშშ-ს საბანკო სექტორის რყევის შიშის დაბრუნებამ 2024 წლის მარტის პირველ დღეებში ოქროს ფასი კიდევ ერთხელ რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა.