საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც “აფთერშოკი” მოჰყვა

საქართველოში კიდევ ერთი მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან – სოფელ ცხმორში მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა “აფთერშოკიც”, რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.