საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც “აფთერშოკები” მოჰყვა

საქართველოში კიდევ ერთი მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან – სოფელ ცხმორში მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, დაფიქსირდა “აფთერშოკებიც”, კერძოდ, სოფელ ბაჯიხევში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ხოლო სოფელი უშოლთაში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.