საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით
საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ნოემბრის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველთა შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით.
„საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%. ასეთივე სტანდარტი მოქმედებს ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით. დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ მოხდება ბრალის წაყენება. დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები. უწყებას აქვს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირთა იდენტიფიცირების თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით. მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება. აქ საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე სამართალდამცავების შემთხვევაში და 3%-იანი მაჩვენებელი უკვე გასაგებია, რასაც ნიშნავს და როდესაც საუბარი იყო აქციის მონაწილეებზე, ათასი ადამიანი ძალადობდა და იმის გამო, რომ არის მაღალი სტანდარტი, იქაც ვერ მოხერხდა 970 ადამიანის იდენტიფიცირება. ეს არის მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: გვახსოვს რა დღეში იყო ოპოზიცია, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზეო- აჰა, აუსრულდათ სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა

მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ