საქართველოში მიმდინარე აქციების გამო პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა და ქუთაისი“, — ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
-ს განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა: რუსეთის ფედერაციის 2002 წელს დაბადებული მოქალაქე გ.ბ.; -ის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და -ის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც, უწყების ცნობით, უარი თქვა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)