საქართველოში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ტარიფები მომხმარებლისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს – რა წერია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კვლევაში

საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტის ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით ძვირია – კვლევა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩაატარა და ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ტარიფები შეისწავლა. შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი სიჩქარის მომსახურება, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ინტერნეტზე, თითქმის ანალოგიურია. თუმცა, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურების ფასები, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ძვირია.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით 35%-ით ძვირია. დასკვნაში წერია, რომ ამ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალ ტარიფს იხდის როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. კომპანიებში ამბობენ, რომ სხვადასხვა ონლაინ სერვისებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პირობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, აბონენტები კი, თანხას მომსახურების შეუსაბამო მაღალ ტარიფს იხდიან.
ექსპერტები თვლიან, რომ ვიდრე საქართველოში მაღალი მოცულობის ინტერნეტზე მაღალი ფასები შენარჩუნდება, მომხმარებლები ისევ იძულებული იქნებიან დაბალსიჩქარიანი მომსახურება აირჩიონ, ან ძვირი ტარიფი გადაიხადონ.
კვლევა ბრიტანულმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დაკვეთით ჩაატარა და ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად,ორი მსხვილი ოპერატორის, “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები გამოიყენა.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომ ქართველ მომხმარებლებს, ევროპელების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა