,, საქართველოში მანქანების ქურდობა, მალე, საგანგებოდ გაიზრდება” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,ს მოიმედეთა საყურადღებოდ: ავტოვაზმა მოთხოვნის არ არსებობის გამო დროებით შეაჩერა მანქანების წარმოება. ამასობაში,ბოლო ერთი წლის განმავლობაში მანქანის ქურდობის ფაქტები 70 %-ით გაიზარდა. ანუ მანქანაზე მოთხოვნა კი არ გაქრა, არამედ იაფ, შესაბამისად მოპარულ მანქანებზე გაიზარდა.
რას გვეუბნება ლოგიკა? საქართველოში მანქანების ქურდობა, მალე, საგანგებოდ გაიზრდება. მეგობარ და ერთმორწმუნე ქვეყანას ოცნება უყურადღებოდ ხომ არ დატოვებს. კიდე უფრო დაახლოვდებიან ქართველი და რუსი სამართალდამცავები, აბა ამ პროცესეს თვითდინებაზე ხომ არ მიუშვებენ. გაჩნდება სამუშაო ადგილები, გაიყიდება აქციები ( უკრიშოდ ეს საქმე არ გამოვა), ტურიზმის ახალი სახეობა გაჩნდება ( მომპარავი გასტროლიორები ), აღდგება ძველი ლამაზი ტრადიციები ( მაგალითად მანქანის მაგნიტოფონებისა და აკუმულატორების სახლში ატანა ), შეიძლება თბილისში საცობებიც კი შემცირდეს. დიდ სიკეთეებს გვიქადის ოცნებისადა რუსეთის მეგობრობა, მაგრამ ჯერ ამით შემოვიფარგლოთ.”