საქართველოში ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა – ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, ავტოპარკის 29% 11-დან 20 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 11% – 7-დან 10 წლამდე; 4%- 4-დან 6 წლამდე, ხოლო 3 წლამდე ასაკის მანქანების წილი ბაზარზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს.
„თუმცა, პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე დაბლა ჩასვლა ფლოტის განახლებისკენ მიანიშნებს“, – აღნიშნულია კვლევაში.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის მიხედვით 55% 6-დან 10 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 0-დან 5 წლამდე ასაკის მანქანების წილი 28%-ია, ხოლო 11 წელზე მეტის 16%.
bpn.ge




