საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროგრამის „კლიმატის ცვლილბებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს.
სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.
ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.
აღნიშნულ ფორუმს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე