ინვესტორების მხრიდან საქართველოში ინტერესს მარეგულირებელი გარემო იწვევს, რომელიც მუდმივად იხვეწება, – ამის შესახებ მიკრობანკი “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ფინანსური სამიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო უკვე რეალურად წარდგება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, როგორც რეგიონის ფინანსური ჰაბი.
“ინვესტორების მხრიდან ინტერესს საქართველოში მარეგულირებელი გარემო იწვევს. რეგულაციები და ჩარჩო გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, საგადასახადო გარემო და საქართველოში არსებული ადამიანური რესურსი. ეს არის ის რაც, ინვესტიციებს იზიდავს. დღეს საქართველოში არის ძალიან მრავალფეროვანი ფინანსური შუამავლობისთვის ხელსაყრელი გარემო. კონკრეტულად ჩვენთვის, ეს არის მიკრო საბანკო კანონმდებლობა, რომელიც უკვე ამოქმედებულია და “კრისტალი” საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს ამ სფეროში, – აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
bp.ge
