საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს

2024 წელს საქართველოში 671 337 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას, რაც მთელი მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა.
შედარებისთვის, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 656 128 კაცი იყო, რაც მთელ მოსახლეობაში 17.7%-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წელს, მაშინ ქვეყანაში შემწეობას 659 005 კაცი იღებდა (მთელ მოსახლეობის 17.8%).
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი 671 337-ია. ამ მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს.