საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ამომრჩეველი საკრებულოებსა და მერებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება.
მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ფედერალისტებმა“ და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.
4 ოქტომბრის არჩევნებში შემდეგი პარტიები იღებენ მონაწილეობას:
„მამული, ენა, სარწმუნოება“ – #1
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – #3
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – #5
„თავისუფალი საქართველო“ – #7
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – #8
„ძლიერი საქართველო-ლელო“ – #9
„საქართველო“ – #11
„მწვანეთა პარტია“ – #12
„სახალხო ხელისუფლება“ – #14
„გახარია საქართველოსთვის“ – #25
„გირჩი“ – #36
„ქართული ოცნება“ – #41
თბილისში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:
გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“;
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“;
ზურაბ მახარაძე – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო-ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატი;
ოთარ ჭითანავა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
– „ქართული ოცნება“;
გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“;
თეიმურაზ ბოკელავაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“;
– „გირჩი“.
თბილისის გარდა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში – 160 კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია – 32 კანდიდატი.