საქართველოში ვირუსების შემთხვევებმა მოიმატა – კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია

საქართველოში ვირუსების შემთხვევებმა მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ამ ეტაპზე, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს, თუმცა პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს სხვა ვირუსული ინფექციებითაც აკითხავენ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, რესპირატორული ვირუსების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას ურჩევენ.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ვირუსით ავადობის მატება იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
“დეკემბრის ბოლო კვირას შესწავლილი ვირუსების 27% იყო გრიპით გამოწვეული დაავადება. ეს სტატისტიკა სწორედ დეკემბერ-იანვრის მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს. პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა მკვეთრად არა, მაგრამ სამაგიეროდ, ამ მომართვიანობის სტრუქტურაში არის მკვეთრად შეცვლილი სასუნთქი სისტემის დაავადებების ხვედრითი წილი. ახლა მომართვიანობის უდიდესი ნაწილი სწორედ გრიპით და სხვა რესპირაციული ვირუსებით გამოწვეული დაავადებებია. მათ შორის, სამწუხაროდ, ფილტვის ანთების შემთხვევებიც ძალიან ბევრია,“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ