აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან.
შეხვედრაზე მივიდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის” ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობის აღდგენას შეეხება.
„ვისაუბრებთ იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობა უნდა აღდგეს და უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით და უსაფრთხოების გარანტიებით”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




