საქართველოში ერთ ადამიანზე თვიური შემოსავალი 590, ხოლო ხარჯი 540 ლარია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ ადამიანზე, წინა წელთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 13.2%-იანი ზრდის მიუხედავადაც, ერთ ადამიანზე შემოსავლების ოდენობა ხარჯებისას მხოლოდ 50 ლარით აღემატება.
იმავე „საქსტატის“ შეფასებით, ერთ ადამიანზე საშუალო თვიური ხარჯები 8.2%-ით არის გაზრდილი და 540 ლარს უტოლდება.
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში, 2024 წელს, ოჯახების შემოსავლები 10.1%-ით 1 896 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ხარჯების ზრდა 5.2%-იანია და 1736 ლარი გახლავთ.
წყარო: bpn.ge