საქართველოში დამატებით 9 უქმე დღე უნდა გამოცხადდეს – საკანონმდებლო ინიციატივა

საქართველოში დამატებით 9 უქმე დღე უნდა გამოცხადდეს – საკანონმდებლო წინადადებათბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტს ზაალ წერეთელს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში 10 აპრილს დარეგისტრირდა.
მოქალაქის ინიციატივა თუ კანონად იქცა, საქართველოში, რომელიც ევროპაში დასვენების დღეების რაოდენობით ისედაც პირველ ადგილზეა, შემდეგი უქმე დღეები დაწესდება:
· ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი;
· ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი;
· ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა – 4 დეკემბერი;
· მირქმა – 15 თებერვალი;
· ხარება – 7 აპრილი;
· ამაღლება – აღდგომიდან მეორმოცე დღეს;
· ფერისცვალება – 19 აგვისტო;
· ნინოობა – 27 იანვარი;
· ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი.
„სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.
თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი – მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა.
შესაბამისად, თუ ეს საზეიმო თარიღები, სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურება თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება”, – სწერს წერეთელი საკანონმდებლო ორგანოს.
შეგახსენებთ, საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს.