საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს – ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი

საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპამ ს რეჟიმს სანქციები უნდა დაუწესოს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.
„მაშინ, როდესაც “ქართული კოშმარი” ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციის ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების [enablers] წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა იქნას დაშვებული და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს