“საქართველოში აღიარეს შეცდომები”- რუსული სამთავრობო მედიები კალაძის განცხადებაზე

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარს, სადაც ის ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებას “პოზიტიურად” აფასებს, პროპაგანდისთვის იყენებენ.
პროპაგანდისტული მედიასაშუალებები Ria.ru და tass.ru კალაძის განცხადებას ავრცელებენ სათაურებით: “კალაძემ განაცხადა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები აფხაზეთსა და “ამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, “საქართველოში აღიარეს, რომ მათ შეცდომები დაუშვეს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით”.
28 სექტემბერს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”.
29 სექტემბერს თბილისის მერმა მ ლავროვის ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ხელისუფლება ამას პოზიტიურად აფასებს”.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ “მოელის, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს”.